აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ჯემალ ფუტკარაძის თქმით, პრემიერმა მას სთხოვა ვიცე-სპიკერის პოსტზე მისი კანდიდატურა არ დაეყენებინა.
ამის შესახებ ფუტკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„თბილისიდან სასწრაფო წესით ჩამოდის პრემიერ-მინისტრი, გხვდება ჩვენ ორ დეპუტატს, ქალბატონ სვეტლანა კუდბას და მე და ძალიან მძიმე საუბრი იყო. პრემიერმა გვთხოვა დაგვეთმო ჩვენი პოზიცები. ღარიბაშვილი ითხოვდა, რომ ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურა არ დამეყენებინა. გადაწყვეტილება. მე მას ვუთხარი, რომ ბატონო პრემიერ-მინისტრო, დამთავრდა დრო როდესაც თბილისიდან ვინმეს ხელდასმით მოხდებოდა თანამდებობის პირის დანიშვნა"- განაცხადა ფუტკარაძემ და აღნიშნა, რომ შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს სიგგარეშე სესია გაიმართება. სხდომაზე ვიცე-სპიკერის არჩევისა და კვოტების გადანაწილების საკითხი განიხილება, თუმცა ჯერ უცნობია შეიკრიბება თუ არა ქვორუმი.
მასალის გამოყენების პირობები






