,,მაქვს ინფორმაცია, რომ 21 მარტის ფარგლებში, 22 ან 23-ში პირადად სააკაშვილის დავალებით, არა ზოგადად,, ნაცმოძრაბა“ არამედ სააკაშვილი, აპირებენ მოწამლონ მერაბიშვილი, უგულავა ან ახალაია. არ ვიცი დეტალურად, რომელი მაგრამ ამ სამიდან ერთ-ერთს უპირებს, მას გათვლა აქვს იმაზე, რომ ეს ყველაფერი დაბრალდება მერე ხელისუფლებას“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა
რაც შეეხება ინგა გრიგოლიას შეკითხვას, თუ რამდენად სარწმუნოა ეს ინფორმაცია, ინაშვილი ამბობს, რომ ის ამ ინფორმაციას არ გაასაჯაროებდა, რომ არა სანდო წყარო. ინაშვილის თქმით, ის უკვე მიაწვდის ამ ინფორმაციას ძალოვან უწყებებს, თუმცა მათ უკვე ჰქნოდათ ამის შესახებ ინფორმაცია.
ინაშვილი ამბობს, რომ დღევანდელი ელჩების 80% სააკაშვილის სასარგებლოდ მუშაობს. მისი თქმით, გიორგი ტუღუში, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ სტრასბურგში წამების კომიტეტში წარადგინეს, არის სააკაშვილზე მომუშავე.
მასალის გამოყენების პირობები






