გამოძიებამ უკვე დაადგინა, ვის ეკუთვნის ყარაფილაში მომხდარი აფეთქების ადგილზე აღმოჩენილი კიდევ ერთი დნმ-ის ნიმუში.
ვაზაგაშვილების ოჯახის ინტერესების დამცველები ამ დროისთვის არ აკონკრეტებენ თუ ვის ეკუთვნის დნმ-ის ანალიზი.
თუმცა ადვოკატი გაგი მოსიაშვილი „რუსთავი 2“-თან საუბრისას არც ადასტურებს და არც უარყოფს ფაქტს, რომ შესაძლოა დნმ-ის ანალიზი სამართალდამცველს ეკუთვნოდეს.
„როგორც ჩემთვის არის ცნობილია გამოძიებას დადგენილი აქვს ეს კონკრეტული ფაქტი. ამის შემდეგ მოხდება კონკრეტული გარემოებების დაზუსტება. არ არის გამორიცხული, კონკრეტული პირების ბრალეულობა გამოიკვეთოს. დაკითხულია ეს ადამიანი, თუმცა მხოლოდ დაკითხვა საკმარისი არ არის. სავარაუდოდ, მას სოსანაშვილთან შემხებლობა ჰქონდა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შეუძლებელია ამ ფაქტის დაზუსტება“, - აცხადებს გაგი მოსიაშვილი.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამოძიებამ უკვე ოთხჯერ დაკითხა სასაფლაოს დამლაგებელი, რომელმაც მკვლელობის წინა დღეს სასაფლაო დაალაგა. ,,რუსთავი 2"-თან ქალბატონმა ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა ამბობს, რომ მას ვაზაგაშვილმა უსაყვედურა იმის გამო რომ სასაფლაო არ იყო დალაგებული. როგორც ქალბატონი ჰყვება, მან სასაფლაო 18 ინავარს დაალაგა, რადგან 20-ში ვეღარ მოასწრებდა.
შემთხვევის ადგილზე კიდევ ერთი დნმ-ის აღმოჩენის შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები






