აჟიოტაჟი მაშინ ჩაცხრება, როცა მთავრობა საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მიაწვდის - აბაშიშვილი
პოლიტიკა - 20:30, 07 Mar, 2015     1731

პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი ადმინისტრაციის გუშინდელ მოწოდებაზე მინისტრების შეფასებას ეხმაურება.

როგორც „ქრონიკის“ ეთერში აბაშიშვილმა განაცხადა, როგორც მინისტრები ისე პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვალდებულია ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებაზე ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ.

„როგორც მინისტრები, ისე ჩვენ, ყველა ანგარიშვალდებულები ვართ საზოგადოების წინაშე. ამიტომ მნიშვნელოვანია ვისაუბროთ არა ერთმანეთის მიმართ ანგარიშვალდებულებაზე, ერთმენთთან საუბარზე და შეხვედრებზე, არამედ გეგმის საზოგადოებისთვის წარდგენაზე. პრეზიდენტის თვითმიზანი არ არის ის, რომ ეს გეგმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარმოადგინონ. ამ თვეების განმავლობაში, როდესაც სავალუტო კრიზისი შეინიშნებოდა, პრეზიდენტის მიზანი იყო, რომ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს და ეროვნულ ბანკს უფრო კოორდინირებული მუშაობა მოეხერხებინა და შემდგომ ეს ინფორმაციები საზოგადოებას მიწოდებოდა. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს ეკონომიკური გუნდის მინისტრების და ეროვნული ბანკის მხრიდან. რა იწვევს აჟიოტაჟს? აჟიოტაჟს იწვევს არაინფორმირებულობა. ეს მაშინ ჩაცხრება როცა საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიეწოდება“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის მრჩეველის განცხადებით, გეგმა, რომელიც ეკონომიკურ გუნდს სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით უნდა შეემუშავებინა, ხუთი მარტისთვის უნდა ყოფილიყო მზად, თუმცა ეს ვადა დაირღვა.

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, სავალუტო სტაბილიზაციის გეგმის წარმოდგენასთან დაკავშირებით ანგარიშვალდებული მთავრობის წინაშეა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42