პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იმედოვნებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისათვის დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას საკუთარი ღირებულებების საფუძველზე მიიღებს.
ამის შესახებ უსუფაშვილმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინისათვის საჭირო დახმარების აღმოჩენა დემოკრატიულ სამყაროში ერთ-ერთი მთავარი საკითხია.
„ჩვენ, საქართველო ვცდილობთ დავეხმაროთ უკრაინას ყველაფრით, რაც შეგვიძლია. ვთვლი, რომ ყველა ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია უნდა იყოს მობილიზებული და გვერდში დაუდგეს უკრაინელ ხალხს და უკრაინის სახელმწიფოს, რომელიც მძიმე განსაცდელის პირობებში ვითარდება. ამიტომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება თავდაცვაზე. ეს თავდასხმა და აგრესიაა აკრძალული და დასაზრახი, თავდაცვა და თავდაცვაში დახმარება საპატიო მოვალეობაა. ამიტომ იმედი მაქვს, რომ შეერთებული შტატები მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც ნაკარნახევია იმ ღირებულებებიდან, რომლის ერთგულია შეერთებული შტატები და რომლის დამკვიდრებას ცდილობს საკუთარ ქვეყანაში უკრაინელი ხალხი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






