,,როცა სხვა საქმე არ გაქვს და მხოლოდ დემაგოგიისთვის იბრძვი, არ გამიკვირდება, რომ ყოველი კვირის დასაწყისსა და ბოლოში რიგგარეშე სხდომის მოთხოვნაზე გააკეთონ განცხადებები, ეს ქრონიკული დაავადებებია“ - აცხადებს დავით საგანელიძე.
გია ვოლსკის თქმით, ყველა თემაზე მიმდინარეობს მუშაობა და რიგგარეშე სხდომების მოწვევა ,,დაძაბულობას და უხერხულობას ქმნის საზოგადოებაში“.
,,ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევას სთხოვს და შექმნილი ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე მთავრობის წევრების გადადგომის საკითხის დაყენებას აპირებს.
უმცირესობა პრეზიდენტს ორშაბათს მიმართავს. თუ გიორგი მარგველაშვილი რიგგარეშე სხდომას არ მოიწვევს, კონსტიტუციის თანახმად, სხდომა მაინც უნდა დაინიშნოს, როგორც ეს გასულ კვირას მოხდა. თუმცა მაშინ უმრავლესობის წევრებმა სხდომა ჩააგდეს.
მასალის გამოყენების პირობები






