უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი არასერიოზულად მიიჩნევს საუბარს იმაზე, რომ სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა კონკრეტულ რიცხვამდე უნდა იყოს წარმოდგენილი.
ამის შესახებ ვლსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების კოემნტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს.
„იყო ლაპარაკი, რომ მთავრობას გეგმა კონკრეტულ რიცხვამდე უნდა წარმოედგინა. ეს არასერიოზული მიდგომა მგონია. არსებობს მთავრობა, რომელსაც ეფექტურად შეუძლია იმოქმედოს და დაველოდებით რა გეგმას წარმოადგენს. ყველა დაინტერესებულია ამით. აჟიოტატის და სკანდალის ატეხვა ვისი სტილია ვიცით და ამ სტილს ნუ აყვებიან“, - განაცხადა ვოლსკიმ.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს მთავრობას სავალუტო სტაბილიზაციის გეგმის წარდგენისკენ მოუწოდებს, რომელიც ეროვნულ ბანკთან და სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით იქნებოდა შემუშავებული. ამის შესახებ განცხადება გუშინ პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები






