"ჩემი უდანაშაულობა უნდა დამემტკიცებინა" - ოთო აბესაძე მისი და ელისო ჩაფიძის დაპირისპირებაზე
პოლიტიკა - 10:16, 07 Mar, 2015     2254

განათლების მინისტრის მრჩეველი ოთო აბესაძე მისი და ელისო ჩაფიძის დაპირისპირების შესახებ ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით პასუხობს.

„დღევანდელ აჟიოტაჟს მინდა გამოვეხმაურო.

მოგეხსენებათ ვარ ტყიბულელი, სახლი მაქვს ტყიბულში, მყავს მოხუცი ბებო რომელიც იქ ცხოვრობს და მყავს ძალიან ბევრი ნათესავი და მეგობარი ჩემს ქალაქში. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე ხშირად მიწევს ტყიბულში ჩასვლა.

რამოდენიმე თვის წინ მე და ჩემმა მეგობრებმა ჩამოვაყალიბეთ ფეისბუქზე ჯგუფი "ტყიბული - სიცოცხლის ქალაქი" რომელშიც თავიდან მხოლოდ 50 მდე ვიყავით ტყიბულიდან წამოსული სტუდენტები რომლებიც სწავლობენ თბილისში და დღეს უკვე ეს ჯგუფი 1300 ზე მეტ ტყიბულელს აერთიანებს. ამ ჯგუფში განვიხილავთ ტყიბულის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს განვიხილავთ და შემდეგ თითოეული ჩვენგანი ვცდილობთ ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე დავეხმაროთ ქალაქს.

პირველი აქცია რაც ჩავატარეთ ეს იყო საქველმოქმედო. ფეისბუქის მეშვეობით თითო-თითო ლარი ავაგროვეთ და ახალ წელს ფული და სურსათით დავეხმარეთ 4 მრავალშვილიან ოჯახს.

შემდეგ ამავე ჯგუფში გაჩნდა ინიციატივა, რომ შექმნილიყო არასამთავრობო ორგანიზაცია და შეიქმნა კიდეც "რეგიონალური განვითარება - სიცოცხლის თაობა" რომლელიც იწვევს ტრენერებს ტრეინინგისათვის და სულ ახლახანს დაიწყეს ლიტერატურული კონკურსი "სიცოცხლის ქალაქი"

ასევე გაჩნდა ინიციატივა, რომ ტყიბულში შექმნილიყო საინფორმაციო სააგენტო და ესეც გავაკეთეთ www.okribainfo.ge .

გარდა ამისა განათლების სამინისტრო ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში მუხურასა და ჯვარისაში აშენებს ახალ სკოლებს რის გამოც რეაბილიტაციის და მშენებლობის მონიტორინგისათვის ხშირად ჩავდიოდი აღნიშნულ სოფლებში.

ასევე ვხვდებოდი ადგილობრივ მოსახლეობას სოფლებში და ვლაპარაკობდით ყველა მიმდინარე პროცესებზე რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. ვინაიდან ქონდათ ინფორმაცია, რომ გარდა სამინისტროსი აქტიურად ვიყავი ჩართული ქართული ოცნების საქმიანობაში აქტიურად ჩართული და ვიყავი ახალგაზრდულის თავმჯდომარე.

სწორედ ამიტომ ჩვენი პარტიის წევრები მიყვებოდნენ შიდა მიმდინარე პროცესებზე და სხვადასხვა აქტივობებზე რომლებიც აზიანებს ქართულ ოცნებას ტყიბულში.

მე რათქმაუნდა ამის შესახებ ვაყენებდი საქმის კურსში ქალბატონ ელისო ჩაფიძეს რომ მის მიერ რეკომენდირებული კადრი თამაზ კუბლაშვილი რომელიც დღეს ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარეა და როგორც აღნიშნავდნენ ქონდა გარკვეული პოლიტიკური გადაცდომები.

დღეს დილას მირეკავენ ჟურნალისტები, რომ თითქოს მე ესემესებით ვემუქრებოდი ელისო ჩაფიძეს და ამაზე კომენტარს მთხოვდნენ და როდესაც ქალბატონი ელისო აპირებდა ამ მუქარის მესიჯების გასაჯაროვებას. დაველოდე მოვლენებს და როდესაც მან პირდაპირ ეთერში წაიკითხა ჩემს მიერ გაგზავნილი ესემესები და დამაბრალა სრულიად უსაფუძვლოდ მუქარა მეც გავასაჯაროვე ჩემი და მისი მიმოწერა თავიდან ბოლომდე. მიუხედავად იმისა რომ ჩემთვის მსგავსი ფაქტი არის ძალიან მიუღებელი იძულებული გავხდი ესე მომექცა ვინაიდან ეს არის დანაშაული როდესაც ემუქრები პარლამენტის დეპუტატს და მე ჩემი უდანაშაულობა საზოგადოების წინაშე უნდა დამემტკიცებინა.

და ბოლოს, ჩემი ნებისმიერი საქციელი ან სიტყვა, რომელსაც ვამბობ ან ვესაუბრები მოსახლეობას არის თავიდან ბოლომდე სახელმწიფო ინტერესის გამტარებელი და ეს იქნება ტყიბული, ეს იქნება ზუგდიდი თუ ეს იქნება თელავი ყველგან ვთვლი თავს ვალდებულად, რომ მოვისმინო ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები და შესაბამის პასუხისმგებელ პირებს მივაწოდო ინფორმაცია რომ აღმოიფხვრას პრობლემა. სწორედ ამას ვცდილობდი ტყიბულის შემთხვევაში რომ ვაცნობდი ელისო ჩაფიძეს იმ პოლიტიკური გადაცდომის შესახებ რომელიც ქონდა ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარეს“, - წერს აბესაძე.

შეგახსენებთ, ჩაფიძემ გუშინ განაცხადა, რომ აბესაძე მას მუქარის შემცველ „ესემესებს“ უგზავნიდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42