ყოფილი დეპუტატი ვახტანგ რჩეულიშვილი იმ ადამიანებს პასუხობს, ვინც მისი თქმით, მის პოსტებზე „დაბოღმილ“ კომენტარებს წერს.
„ინტერნეტანონიმშჩიკებს
საინფორმაციო სააგანტოები ჩემს ფბ-ს პოსტებს რომ აქვეყნებენ, გინების კორიანტელი მოსდევს კომენტარებში. ძირითადად ვითომ დაზარალებულების, სინამდვილეში კი ძირითადათ შურიანი და ბოღმიანი უცნობებისაგან. ასეთივე დღეშია ყველა პოლუპარული ადამიანი- უნიჭოები და ზარმაცები წარმატებულებს ვერ იტანენ. თან ინტერნეტი ანონიმურია ფბ-სგან განსხვავებით- იქ გამოგონილი ნიკ-ნეიმებით (ზედმეტსახელებით) აწერენ ხელს. მათ, ვინც სხვისი ლანძღვით ცდილობს თავის დამკვიდრებას, ვუძღვნი ჩემს მორიგ "შედევრს" (პატიოსან ინტერნეტმომხმარებელს წინასწარ ვუხდი ბოდიშს):
"კომპიუტერთან ჩაკეტილმა
გამოტოვე ზეიმი
ნძრ--ით კვდები, შურით სკდები
მოგ--ყან ნიკ-ნეიმი", - წერს სოციალურ ქსელში რჩეულიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






