პრეზიდენტის სასახლეში გენდერის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში საზეიმო მიღება გაიმართა
პოლიტიკა - 22:47, 06 Mar, 2015     775
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გენდერის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში საზეიმო მიღება გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ქალები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელები, ასევე მრავალშვილიანი დედები დაესწრნენ.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა:

„მიგვაჩნია, რომ ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ სისტემებში, მართვის მამართულებით არის პასუხი არა მარტო გენდერთან დაკავშირებულ კითხვებზე, არამედ ამ ქვეყნის უკეთეს მომავალზე. მინდა გითხრათ, რომ ამ თვალსაზრისით ჩვენს მიერ გადადგმული ბოლო ნაბიჯები, ის გადაწყვეტილება, რომელიც მე მივიღე ქალბატონ ნინო გვენეტაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენის მიმართულებით, კიდევ უფრო მეტ პოზიტივს შესძენს ქართულ სახელმწიფოს. ვიმედოვნებ, რომ პარლამენტი ხანგრძლივი და დაძაბული ფიქრის შემდეგ, ბოლოსდაბოლოს მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ქალბატონი ნინოს კანდიდატურა უალტერნატივოა და საქართველოს ეყოლება პირველი თავმჯდომარე მოსამართლე ქალი, რაც დადებით გავლენას მოახდენს სასამართლოს სისტემაზეც და ჩვენი ქვეყნის იმიჯზეც.

ჩვენ ასევე ვუჭერთ მხარს იმ ცვლილებებს, რომელიც იმედია განხორციელდება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და ქალბატონები ბევრად უფრო აქტიურად იქნებიან წარმოდგენილი პოლიტიკურ სისტემებში და ამას უზრუნველყოფს შესაბამისი კანონი. კიდევ ერთხელ მსურს დავარწმუნო ყველა პოლიტიკოსი, რომელიც განიხილავს ამ კანონს - ეს არ არის უბრალოდ იმისთვის, რომ დავაკმაყოფილოთ რაღაც მოთხოვნები; ეს არის იმისთვის, რომ საქართველოში დადგეს ბევრად უფრო მშვიდი, ბევრად უფრო რაციონალური, ბევრად უფრო მომავალზე ორიენტირებული და ბევრად უფრო პროგრესული პოლიტიკური ვითარება. მე იმედი მაქვს, რომ ეს კანონი იქნება მიღებული და, ბუნებრივია, ამ ეტაპიდანვე ვამბობ, რომ მე მისი აქტიური მხარდამჭერი ვიქნები. ჩვენ ერთის მხრივ ვდგამთ პოლიტიკურ ნაბიჯებს, მეორეს მხრივ 2015 წელი გამოვაცხადეთ „ქალთა წლად“, რასაც ბუნებრივია ყოველ ეტაპზე ხას გავუსვამთ და შევუწყობთ ხელს როგორც დანიშვნების ნაწილში, ისევე საკითხთა გადაწყვეტის ნაწილში, ისევე საკანონმდებლო ნაწილში, რომ ქალთა საკითხი იყოს წინ წამოწეული.“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


დღეს ასევე საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ფასადი განათდა მწვანე ფერის პროექციით, რაც სიმბოლურად ასახავს პოლიტიკური ინსტიტუტების დამოკიდებულებას გენდერული კვოტების მიმართ. საინფორმაციო აქცია 2015 წლის გენდერული თანასწორობის კვირეულის ფარგლებში იმართება და მისი სლოგანია - „ძლიერი ქალი-ძლიერი საზოგადოება“.


ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42