ვადების დათქმას და მათ დარღვევას ადგილი არ ჰქონია - კვირიკაშვილი პრეზიდენტს პასუხობს
პოლიტიკა - 20:42, 06 Mar, 2015     1411
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
კვირიკაშვილის თქმიით არავითარ ვადების დათქმას და მერე მათ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მისი განმარტებით, იგი უკვე შეხვდა პრეზიდენტის მრჩეველს და მათ შორის გამართული საუბარი მთავრობის სამომავლო გეგმებს და უკვე გაწეულ სამუშაოებს შეეხო.

"ეკონომიკის სამინისტროში ყველა საპრივატიზაციო ობიექტი აქტიური მომზადების პროცესშია, ნაწილი გატანილია აუქციონზე. ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს მკაცრ მონიტორინგს ხარჯების შესასრულებლად. ტურიზმის ადმინისტრაცია ცხრა ქვეყანაში აწარმოებს აქტიურ სარეკლამო კამპანიას და მზადდება მთელი სერია სხვადასხვა ღონისძიებებისა საქართველოს ქალაქებში. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა პროექტების იდენტიფიცირების კუთხით და აქაც მიმდინარე პროცესია. ორმხრივ ურთიერთობებში, მინისტრების დონეზე მიმდინარეობს კოორდინაციული მუშაობა ტურიზმის ადმინისტრაციებს შორის. ასე რომ, რაიმე განსაკუთრებული, თითქოს რაღაც ვადები დაირღვა, არ ხდება. ეს გეგმა ჩვენ ფაქტიურად უკვე გაცხადებული გვაქვს და ბევრჯერ ვთქვით, თუ რა მიმართულებით მივდივართ. სამუშაოს მიმდინარეობის პარალელურად, უახლოეს დღეებში მოხდება ჩვენი ნაბიჯების დაზუსტება და საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი ცნობილი გახდება", - მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის მრჩეველის განცხადებით, გეგმა, რომელიც ეკონომიკურ გუნდს სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით უნდა შეემუშავებინა, ხუთი მარტისთვის უნდა ყოფილიყო მზად, თუმცა ეს ვადა დაირღვა.



ლაშა ჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42