ჩაფიძის თქმით, ამ ადამიანებს სურთ დაბნეულობა და ქაოსი შეიტანონ უმრავლეოსობაში და ქალაქ ტყიბულში.
„ეს არის თავხედი ადამიანი, ის აცხადებს რომ საკრებულოს ნაციონალ წევრებს ენიშნებოდათ ხელფასები და მე არ აღვკვეთე ეს ქმედება, როგორც გავარკვიე საქართველოს ყველა რეგიონში საკრებულოს ყველა წევრს ქონდა დანიშნული საოპერაციო ხარჯებისთვის გარკვეული თანხა, გარდა ტყიბულისა, რამდენიმე ხნის წინ კი ტყიბულის საკრებულომ ეს საკითხი განიხილა და ტყიბულის საკრებულოს წევრებსაც დაუნიშნა. სწორედ ამ ბრალდებებს მიყენებს ეს ადამიანი.“ - აღნიშნავს ელისო ჩაფიძე.
ელისო ჩაფიძის განცხადებით ოთარ აბესაძე მას უგზავნიდა შეტყობინებებს, სადაც ის ტყიბულში განსახორციელებელ გეგმებზე აწვდიდა ინფორმაციას. ოთარ აბესაძეს სურს არასამთავრობო ორგანიზაციის ფილიალის, ტელევიზია „ობიექტივის“ ფილიალის გახსნა. ელისო ჩაფიძის განცხადებით მისთვის გაუგებარია რა სტატუსით მოქმედებს მინისტრის მრჩეველი ტყიბულის რაიონში.
„ეს პიროვნება დადის სხვადასხვა სოფლებში, აცხადებს რომ სკოლებს აშენებს, რომ არის მინისტრის მოადგილე... მე ძალიან კარგად ვიცი ვინ დგას აბესაძის უკან ეს არის მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი, რომელსაც გამოკვეთილი ინტერესები გააჩნია ტყიბულის მიმართ. მას ყავს სანათესაო ტყიბულში.“ - აცხადებს ჩაფიძე.
ჩაფიძის განცხადებით , აბესაძე და მასთან ერთად მოქმედი რამდენიმე ადამიანი მას ხელს უშლის საქმიანობის განხორციელებაში, დეპუტატის თქმით აბესაძე ტყიბულის რაიონის სოფლებში დადის და მმართველი გუნდის სახელით დაპირებებს იძლევა და მოსახლეობას ატყუებს .
ელისო ჩაფიძის განცხადებით, მან პოლიტსაბჭოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე მიმართა, რადგან ეს მოვლენები უკვე რამდენიმე ხანია გრძელდება, მისი თქმით, 19 იანვარს ტყიბულში იყო ჩასული ნუგზარ ყიფიანი , ის შეხვდა რამდენიმე სამსახურის უფროსს და მათ დავალება მისცა, რომ ჩაფიძის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერები შეეგროვებინათ. ამავე პერიოდს დაემთხავა ქალაქ ტყიბულში ოთარ აბესაძის გააქტიურებაც . ელისო ჩაფიძე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებიტ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება.
„მე ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩავაყენე პარტიაც, უმრავლეოსობის მეთაური საგანელიძეც,ფრაქციის ხელმძღვანელობაც, მე მჯერა რომ ისინი პარლამენტის ერთ-ერთი წარმომადგენლის უფლებებს დაიცავენ, „ცრუ პუგაჩოვებისგან“ რომლებსაც დისონანსი შეაქვთ იმ საზოგადოების ცხოვრებაში, რომლის სიმშვიდეზეც მე ვარ პასუხისმგებელი და ვერ შევეგუები არა ლეგიტიმური ადამიანების ხელების ფათურს ტყიბულის რაიონში“- განაცხადა ელისო ჩაფიძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






