საგარეო საქმეთა მინისტის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით “ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის გათვალისწინებით, შესაძლოა მიმდინარე წელს რამდენიმე დედაქალაქში საქართველომ საელჩოებისთვის შენობები არ შეიძინოს.
„საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი ისედაც ოპტიმალურად იყო შედგენილი, მაგრამ ამ ფონზე, მოგვიწევს გარკვეული კაპიტალური ხარჯების ოპტიმიზაცია მოვახდინოთ, რაც რემონტს და ინფრასტრუქტურის მოწყობას ეხებოდა. ასევე, შეიძლება გადავხედოთ ჩვენს გადაწყვეტილებას - რამდენიმე დედაქალაქში ჩვენი საელჩოებისთვის შენობა შეგვეძინა“, - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ყველა უწყებამ „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა უნდა აწარმოოს. ხარჯების დაზოგვის გეგმა სამინისტროებმა ფინანსთა სამინისტროს ათი დღის ვადაში უნდა წარუდგინონ.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






