”ქართული ოცნების” დაჯარიმებული შემომწირველი კომპანიების დამფუძნებლები რუსეთის მოქალაქეები არიან.
ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ განაცხადა.
მისი თქმით, თითო კომპანია 40 ათასი ლარით დაჯარიმდა.
„კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ დამფუძვნებელი იურიდიული პირები უნდა იყვნენ საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირები. აღმოჩნდა, რომ ორი იყო რუსეთის მოქალაქე და არ იყვნენ რეზიდენტი ფიზიკური პირები. შესაბამისად, ჩვენ მივმართეთ სასამართლოს და კომპანიები „ჯეო-სპირტ პრომი“ და „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ დაჯარიმდნენ 40 ათასი ლარით. თანხა, რომელიც გადარიცხული იყო „ქართულ ოცნებაში“ დაუბრინდათ ამ კომპანიებს“, - განაცხადა თორდიამ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, პარტიების შემოწირულობა ერთიანად სულ 7 ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს. აქედან 6 მილიონზე მეტი ლარი, კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" მიიღო.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






