საქართველოს და სომხეთის იუსტიციის მინისტრებმა ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს
პოლიტიკა - 15:39, 06 Mar, 2015     1085
საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მისმა სომეხმა კოლეგა ოვანეს მანუკიანმა მოაწერეს ხელი.

მხარეები იუსტიციის სფეროში არსებულ საკითხებზე ითანამშრომლებენ, კერძოდ, ერთობლივად იმუშავებენ ნოტარიატთან, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებასთან, სამოქალაქო აქტებისა და იურიდიული პირების რეგისტრაციასთან, ასევე, სამართლის სფეროში არსებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. მემორანდუმი ძალაში ხელმოწერის დღიდან შედის.

მემორანდუმის ხელმოწერამდე მინისტრებმა შეხვედრაც გამართეს, სადაც გადაწყდა, რომ ერევანში საქართველო - სომხეთის სამართლის საკითხებისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართება. გარდა ამისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სომეხი კოლეგა OGP-ს (ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტი) რეგიონულ სამიტზეც მოიწვია, რომელიც თბილისში ივნისში ჩატარდება.

სომხეთის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ ქართულ მხარეს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს და სომხეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს ხელი ბოლოს 15 წლის წინ მოეწერა. დღეიდან კი ქვეყნების უწყებებს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება.



ლაშა ჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42