„სენაკის დღევანდელი გამგებლის, გოჩა დგებუაძის უკან გურამ მისაბიშვილი და მისი ხროვა დგას. მას ზურგს უმაგრებს ზვიად ძიძიგური. რაც სენაკში თანხები ჩამოვიდა სარემონტო და სარეაბილიტაციო ობიექტებისთვის, ყველაფერი ამ კორუმპირებულმა გამგებელმა დგებუაძემ თავის საკუთრებაში არსებული ტექნიკით ძმების კომპანიებს პირდაპირი შესყიდვით შეასრულებინა. მას მფარველობს სამეგრელოს გუბერნატორი. გუბერნატორის ზემოთ კი დგანან ზვიად ძიძიგური და გურამ მისაბიშვილი, ესენი არიან არა მხოლოდ კოლეგები, ძმაკაცებიც არიან. 2014 წლის ბიუჯეტიდან რესტორნებში 35 ათასი ლარი გახარჯა. მისაბიშვილს მიშას საყვარელ რესტორნებში დაჰყავს ძვიად ძიძიგური, ამას წინათ ძიძიგურს უთქვამს, კარგი მასპინძელია არქიფო სეთური მისაბიშვილიო. მისაბიშვილი კვალს არსად ტოვებს, მაგარი მაფიოზია. სენაკის გამგებელს როგორც უნდა, ისე ხმარობს.
ესე იგი, სქემა ასეთია: ძიძიგური-მისაბიშვილი-გუბერნატორი-გამგებელი-მათი ნათესავები და ახლობლები. სენაკის გამგებელი რესტორანში რომ დათვრება, ყველაფერს ლაპარაკობს, ვინ სად დაანიშნინეს და ვინ როგორ მფარველობს. გურამ მისაბიშვილიც ტრაბახობს, ზვიად ძიძიგური „ჩემს გულიზე“ ყველაფერს გააკეთებსო.
ჩემი ინფორმაციით თეკლათში მდებარე გაზგასამართი სადგურის მეწილეები ძიძიგური და მისაბიშვილი არიან. მე ფაქტებს ვდებ ღარიბაშვილმა დაავალოს შესაბამის უწყებებს და გამოიძიონ“- აცხადებს ინგა ქარდავა.
წყარო „ალია“
მასალის გამოყენების პირობები






