,,ის რაც დღეს ზუგდიდის საკრებულოში მოხდა არის პანიკაში ჩავარდნილი ხელისუფლების ქმედებები. მე მესმის ბატონი თოდუასი რომ ძალიან ცუდ დღეშია ჩავარდნილი და არც პოლიტიკური, არც პროფესიონალური და არც ადამიანური რესურსი არ ყოფნის საკუთარ თავში სახელმწიფოებრივად იაზროვნოს, თუმცა კი ეს მისი პირდაპირი მოვალეობაა.
მკაფიოდ ვაცხადებ რომ ზუგდიდის განვითარების ცენტრის გამიჯნულია ნებისმიერი პატრიული გავლენისგან, ფრაქციისგან თუ პოლიტიკური პირისგან. ეს არის მოხალისეობრივი პროექტი რომელის ერთადერთი მიზანი უფასო განათლების ხელშეწყობაა. მადლობას ვუხდი ყველა გულშემატკივარს ვინც თანაგრძნობით ეკიდება ზუგდიდის განვითარების ცენტრის ირგვლი ატეხილ აჟიოტაჟს და უსამართლობას, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება ახროციელებს 1300 მსმენელზე, მაგრამ ნებისმიერი ასეთი ფაქტი როგორიცაა საკრებულოში ჩხუბი პირადაპირ ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს რომლებსაც ბავშვებს ცენტრში ვუნერგავთ: სიყვარულს, წინსვლას, განათლებას, პატრიოტიზმს, ერთობას, სოლიდარობას.
ამიტომ, გთხოვთ ყველას, განსაკუთრებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რომ გააკეთოს ყველაფერი რათა ბავშვების მომავალი ახალი დაპირისპირების მიზეზი არ გახდეს. ზუგდიდის განვითარების კატეგორიულად გმობს საკრებულოს მხრიდან ზუგდიდის განვითარების ცენტრის მსმენელებზე ზეწოლას და რეკვებს გაუგებარი კითხვებით, რაზეც ოფიციალური კომენტარი ცენტრის ადმინისტრაციიდან უკვე გაკეთდა“ - აცხადებს ანი წითლიძე.
მასალის გამოყენების პირობები






