ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნუგზარ წიკლაურის თქმით, ხელისუფლებამ შეხვედრების ჩაშლა ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულ ადამიანებს დაავალა, მაგრამ მათ ეს არ გამოუვიდათ.
„ქართულმა ოცნებამ და მთავრობამ დღეს იკადრა ის, რომ აგზავნის ადამიანების ჯგუფებს, რათა ჩაშალოს ოპოზიციური პარტიის შეკრებები, ნებისმიერ ქვეყანაში ეს ნიშნავს იმას რომ მთავრობამ ამოწურა ნდობის კრედიტი, ის არის მთალიანად გაკოტრებული მოსახლეობის წინაშე და ერთადერთი რითაც შეუძლიათ თავი გამოიჩინონ არის ასეთი ხულიგნობა. მაგრამ საზოგადოების განწყობა არის მტკიცე, საზოგადოების განწყობა დაფიქსირდა დღეს და ჩვენ ვფიქრობთ რომ ათეულობით ათასი ადამიანი ჩამოვა თბილისში და გამოხატავს თავის პროტესტს ამ უუნარო მთავრობის წინააღმდეგ. და აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზანს რომელიც არის ამ მიტინგზე განსაზღვრული. ეს არის უნიათო მთავრობის გადაგომა და საქართველოს განვითარების შესაძლებლობის აღდგენა. საქართველოს ნამდვილად შეუძლია წინსვლა,“-განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
შეგახსენებთ, რომ მოსახლეობასთან რაჭაში გამართულ შეხვედრაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დაუპირისპირდენ.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






