აუდიტის სამსახურის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, თბილისის მერიის ფინანსური შემოწმება გადაიდო.
ამის შესახებ ლაშა თორდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, მასალების დიდი ნაწილი პროკურატურას აქვს ამოღებული და სწორედ ამიტომ მერიამ ითხოვა შემოწმება გადადებულიყო.
„მას შემდეგ რაც მერიაში ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა, ჩვენ წერილობით მივმართეთ, რომ მოეწოდებინათ ინფორმაცია იმ მასალებზე, რომელიც მერიაში იყო დარჩენილი. მივიღეთ პასუხი, რომ პროკურატურის მიერ მთელი რიგი დოკუმენტაცია იყო ამოღებული. ამიტომ გვთხოვეს, აუდიტის სამსახური არ შესულიყო მერიაში, სანამ საგამოძიებო უწყება შესწავლას არ დაასრულებდა და დოკუმენტაციის სისტემატიზაცია არ მოხდებოდა. ამის გამო შევიკავეთ თავი ჩვენც მერიაში შესვლისგან. თუმცა მერიის შემოწმებას მიმდინარე წელს მაინც ვაპირებთ“, - განმარტა თორდიამ.
მასალის გამოყენების პირობები






