პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში გამჭირვალე, უსაფრთხო და სამართლიანი საინვესტიციო გარემოა.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმზე გააკეთა.
ღარიბაშვილმა განაცხადებით, საქართველო მზად არის ითანამშრომლოს როგორც თურქეთთან, ასევე აზერბაიჯანთან.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოსთვის აზერბაიჯანი და თურქეთი ნამვილი მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები არიან.
„ჩვენ მზად ვართ ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ეს ფორუმები კარგი ტრადიციია სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებად. ასეთი ფორმატი ხელს უწყობს საკითხების უკეთ და დროულად გადაწყვეტას. იმედი მაქვს, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იქნება და არაერთ ახალ ინიციატივას ჩაეყრება საფუძველი. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მეზობლური ურთიერთობები, რითიც მე პირადად ვამაყობ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ძლიერი პარტნიორი მეზობლები გვყავს რეგიონში," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






