საქართველოს პარლამენტის აპარატი ყვავილების თაიგულების შესყიდვაზე ტნდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 22 900 ლარი. ტენდერში წინადადებების მიღება 10 მარტს დაიწყება და 12 მარტს შეწყდება.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია ნათქვამი, შესყიდული ყვავილების თაიგულების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, პარლამენტის მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე, როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში.
თაიგულის მიწოდება უნდა განხორციელდეს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში. წუნის აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეცვალოს წუნდებული საქონელი ახლით, შეტყობინებიდან ორი საათის განმავლობაში.
პარლამენტი წელს, სავარაუდოდ, სულ 244 ცალ სხვადასხვა დასახელების, ზომისა და შემადგენლობის თაიგულს შეისყიდის.
შესასყიდი თაიგულების დასახელება:
ყვავილების მისართმევი თაიგული;
სარიტუალო გვირგვინი ატლასის ლენტით (რგოლი მოლბერტზე);
სარიტუალო გვირგვინი ატლასის ლენტით (დასადგამი);
სარიტუალო თაიგული;
მაგიდის კომპოზიცია;
დეკორატიული სანთელი ყვავილებით;
ყვავილების კომპოზიცია ფურშეტის მაგიდის;
კომპოზიცია კოქტეილის მაგიდის;
კომპოზიცია ტრიბუნის ქვეშ;
კომპოზიცია კიბის;
შემოსასვლელის დიდი კომპოზიცია;
კომპოზიცია მოლბერტზე;
კომპოზიცია შანდალზე.
მასალის გამოყენების პირობები






