„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე 21 მარტს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით შს მინისტრის განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" არასდროს დაუგეგმავს ძალადობა და არეულობა.
„21 მარტის აქცია ემსახურება იმას, რომ ქართველ ხალხს მივცეთ საშუალება საკუთარი ხმა მიაწვდინონ ხელისუფლებას. ჩვენი დემოკრატიული და მშვიდობიანი მეთოდებით მივაღწევთ ხელისუფლების ცვლილებას. ჩვენ არასდროს დაგვიგეგმავს არეულობა. ასეთი დაანონსებით ჯერ ჭიკაიძე იყო დაკავებული, შემდეგ ის. ეს თავის მხარეს მოიკითხონ. თითის ქნევა შეუძლიათ საკუთარ ხელმძღვანელობასთან“, - განაცხადა თარგამაძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური 21 მარტს დაანონსებულ აქციაზე არეულობას არ ელოდება.
„არც არავის ვურჩევთ, რომ არეულობა დაგეგმოს. ამას ფიზიკურად არ დავუშვებთ. არაფერი არ მოხდება. თუ იქნებიან წყნარად, ყველაფერი იქნება წყნარად. თუ არადა, პოლიცია კანონის ფარგლებში მიიღებს ზომებს“, - განაცხადა გომელაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






