ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მის უწყებაში ბიუჯეტის ათვისები პრობლემა არ არსებობს.
ამის შესახებ დავით სერგეენკომ ფინანსთა მინისტრის ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ სამინისტრო გეგმის მიხედვით მოქმედებს.
"7 მილიონი იყო გადადებული იმისათვის, რომ მაღალმთიანეთში სავადმყოფოების გამოსყიდვის მეორე ეტაპი დასრულებულიყო. დადგენილები მიღებულია. ეს შვიდი მილიონი გვქონდა რეაბილიტაციის და აღჭურვის პროგრამაში. როგორც კი ამ თანხას გადავიხდით გეგმა შესრულებული იქნება. რაც შეეხება მშენებლობა-აღჭურვას ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის“, - განაცხადა სერგეენკომ.
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პრემიერს ბიუჯეტის ანგარიში წარუდგინა და ის ოთხი სამინისტრო დაასახელა, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილ თანხებს სათანადოდ ვერ ხარჯავენ.
ხადურის თქმით, ესენია განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და ენერგეტიკის სამინისტრო.
მასალის გამოყენების პირობები






