ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ავტომობილების შესყიდვასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება.
მისი თქმით, მომსახურების სააგენტოს მიერ შეძენილი ავტომობილები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ თბილისში ჩასატარებელი ღონისძიებისთვისაა განკუთვნილი.
"მას მერე, რაც ეს ავტომობილები გამოთავისუფლდებიან ამ ღონისძიებიდან ისინი გადანაწილდება და "ჯიპების" მაგივრად იქნება ის მანქანები, რომლებიც შეძენილია. აღნიშნული ღონისძიება უდიდესი მნიშვნელობის არის, რადგან თბილისი იქნება ბიზნესაქტივობის ცენტრი ევროპის მასშტაბით. ერთი რამეც მინდა გითხრათ, ანალოგიური ტიპის მანქანები, რომ გვექირავებინა და დაზღვევა გაგვეკეთებინა, დაახლოებით 40-45% ჯდებოდა ღირებულების, ამიტომ ამ თვალსაზრისითაც, ეს გამართლებული ხარჯი იყო", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ ბოლო წლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნდა.
ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს გამარტივებული შესყიდვების საშუალებით ერთადერთი მსხვილი შესყიდვა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ განახორციელა. უწყებამ 4.7 მლნ. ლარად 67 ერთეული „ტოიოტა ქემრი” შეიძინა.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






