კახა კუკავამ ფოტოგრაფის ცემის ინციდენტში მონაწილე ბეგიაშვილი პარტიიდან გარიცხა
პოლიტიკა - 17:30, 05 Mar, 2015     1981
ვარდების მოედანზე გამართულ აქცია „შემოულაწუნეს“ ორგანიზატორებმა, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებმა კახა კუკავამ, ალექსანდრე შალამბერიძემ და ბეჟან გუნავამ სპეციალური ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ გუშინდელ აქციაზე მომხდარი დაპირისპირების მონაწილე გიორგი ბეგიაშვილი პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ გაირიცხა.

„მინდა გამოვეხმაურო გუშინ ჟურნალისტის მიმართ სასტიკი ანგარიშსწორების ფაქტს. კიდევ გავიმეორებ, კატეგორიულად ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას, მით უფრო ჟურნალისტის მიმართ.

ჩვენ გუშინვე დავადგინეთ პიროვნების ვინაობა, რომელიც იყო აღნიშნული ფიზიკური ანგარიშსწორების მონაწილე. იგი მამამისმა პირადად ჩააბარა თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში. შსს-მ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, თითქოს დამნაშავე საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს, ვითხოვთ, ეს უზუსტობა გამოსწორდეს.

პიროვნება, რომელიც ვიდეოჩანაწერში ჩანს არის გიორგი ბეგიაშვილი, რომელიც ჩვენი პარტიის წევრი იყო. რაც შეეხება პიროვნებას, რომელიც პირადად იღებდა მონაწილეობას ფიზიკურ ანგარისშწორებაში, ჩვენი პარტიის წევრი არ იყო.

ამ ფაქტის შემდგომ პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ბეგიაშვილის პარტიიდან გარიცხვის შესახებ, რამეთუ გუშინდელი ფაქტი შეუთავსებელია და არანაირი გამართლება აქვს, არა მხოლოდ პოლიტიკურად და სამართლებრივად, არამედ ადამიანურად და მორალურად. დაპირისპირების ეს ფორმა ჩვენი პარტიისთვის მიურებელია“, - განაცხადა კახა კუკავამ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი გედენიძეს რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე ფიზიკურად გაუსწორდა. ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით შსს-მ ერთი ადამიანია დააკავა.



ლაშა ჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42