საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ საჭირო იყო მთავრობის პასუხისმგებლობის გაზრდა ყველა სფეროში.
„დიდი ხანია საჭირო იყო ასეთი მიდგომის დამკვიდრება, რომ მთვაროის პასუხსმგებლობა მეტი ყოფილიყო, ქვეყანაში არსებულ როგორც ეკონომიკურ შესაძლებლობაზე, ასევე უფრო ფართოდ საზოგადოებრივ ცხორების სხვა სფეროებშიც. ეს არის პოლიტიკის ცვლილება, ეს არ არის პერსონებზე დამოკიდებული.
ის რომ, მეტი ანგარიშგება სჭირდება ყველა ცალკეულ უწყებას, მათ შორის რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებებს არის სწორი და მისასალმებელი. მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ განვითარებაზე, პერსპექტივაზე და ჩამოაყალიბონ მკაფიო ხედვა,“-განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე რეგიონებში თანხის ათვისების პრობლემით დაინტერესდა და ამ კუთხით ვითარების გამოსწორება მოითხოოვა.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






