საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი სამეზობლო პოლიტიკის გადახედვასთან დაკავშირებით ევროკომისარის, ფერედიკა მოგერინის განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ევროკავშირის წარმომადგენლებმა უნდა გააკეთოს, რაც შეეხება აშშ-ს, ნორლანდის განცხადებით, ის საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას მხარს უჭერს.
„ამ საკითხზე კომენტარებისთვის ასპარეზს ევროკავშირს დავუთმობდი. აშშ მაქსიმალურად დაუჭერს მხარს ასოცირების ხელშეკრულების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების და ლიბერალიზაციის საკითხებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას“, - განაცხადა ნორლანდმა.
ევროკავშირი სამეზობლო პოლიტიკის გადახედვას აპირებს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ გააკეთა.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






