2016 წლის უელსის სამიტამდე ნებისმიერი განცხადება უნდა მივიღოთ როგორ მოსაზრება - უსუფაშვილი
პოლიტიკა - 11:57, 05 Mar, 2015     1800

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებას ეხმაურება, სადაც ოლანდი ამბობს, რომ NATO ამ ეტაპზე არ უნდა გაფართოვდეს.

მისი თქმით, მსგავსი განცხადებები გავლენას ვერ მოახდენს იმ პროცესებზე, რომლის შინაარსი და არსი განსაზღვრულია ნატოსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმებებით.

„რაც შეეხება ამ განცხადებას, რასაც აჟიოტაჟი მოჰყვა, შეგახსენებთ, რომ ამ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამაში გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებმაც უკვე მოაწრეს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, არიან სხვა ქვეყნები, რომლებსაც ეს ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამთ. ამიტომ, ჩვენ ნუ დავიყვანთ ყველაფერს რასაც ევროპაში ამბობენ, რომ ეს ეხება საქართველოს და საქართველოზეა საუბარი. ჩვენ უნდა ვიყოთ მყარად. ჩვენ გვაქვს ეს დოკუმენტი, გვაქვს ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ. იგივეს ვიტყოდი ნატოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ნატოში გადაწყვეტილებებს იღებს არა ერთი ქვეყანა, არამედ ყველა წევრი ქვეყანა და წევრი ქვეყნები ერთმანეთს ანგარიშს უწევენ გადაწყვეტილებების მიღების დროს. ჩვენ ნატოსთან გვაკავშირებს ასევე ძალიან მყარი შეთანხმება, ის პაკეტი შეთანხმების, რომელიც მივიღეთ უელსის სამიტზე, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა შევასრულოთ და წარვსდგეთ პირნათელი ჩვენს პარტნიორებთან 2016 წლის ნატოს სამიტისთვის. მანამდე ამ ტიპის მოსაზრებები, განცხადებები საქართველოში გაჟღერებული, თუ სხვა ქვეყნებში გაჟღერებული მივიღოთ როგორც მოსაზრებები, განცხადებები და პოზიციები, რომელიც ვერანაირ გავლენას თავად იმ პროცესზე ვერ მოახდენს, რომლის შინაარსი და არსი განსაზღვრულია ნატოსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმებებით“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებით, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ამ ეტაპზე არ უნდა გაფართოვდეს. აღნიშნული განცხადება საფრანგეთის ლიდერმა NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას გააკეთა.


ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42