ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადახედვას შეეხებოდა, სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ განმარტებები გააკეთა.
დავით ბაქრაძე იმედს გამოთქვამს, რომ რიგის სამიტზე საქართველოს ქმედებებს ევროკავშირთან დაახლოების კუთხით ადეკვატური რეაგირება მოჰყვება. თუმცა იმასაც ამბობს, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედება ჯერ ნაადრევია.
„მომზადებული შევხვდებით რიგის სამიტს, რადგან პოლიტიკური გზავნილები იყო სწორედ ისეთი მტკიცე და მხარდამჭერი იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც მიისწრაფიან ევროკავშირისკენ. გვაქვს განცდა იმის, რომ ჩვენი ქმედებები მისცემს კომისიას მოგვცეს პოზიტიური შეფასებები.
განცხადება იყო საკმაოდ მკაფიო, იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერჯერობით თქმა იმის, რომ აუცილებლად მოხდება უვიზო რეჟიმის ამოქმედება არის ძალიან ნაადრევი.“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი სამეზობლო პოლიტიკის გადახედვას გეგმავს, ამის შესახებ განცხადება გუშინ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საერთაშორისო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინმა განცხადება გუშინ გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები






