მხოლოდ აშშ-ს სწრაფი და დროული ქმედება შეძლებს პუტინის სტრატეგიის შეჩერებას - სააკაშვილი
პოლიტიკა - 10:40, 05 Mar, 2015     2428
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტში სიტყვით გამოვიდა.

პრეზიდენტ პოროშენკოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე აშშ-ს მხრიდან უკრაინელებისთვის სწრაფი და ეფექტური დახმარების საჭიროებაზე ისაუბრა.

„შეიძლება უჩვეულო იყოს, როცა ერთი ქვეყნის პრეზიდენტი ამერიკის სენატის წინაშე სხვა ქვეყნის ინტერესებს იცავს, მაგრამ უკრაინა და საქართველო ახლა იმ ფრონტის წინა ხაზზე არიან, რომელიც, შესაძლოა, აქედან შორს ჩანდეს, თუმცა რუსეთის აგრესიასა და ამერიკას შორის ახლა სწორედ უკრაინა დგას" - განაცხადა სააკაშვილმა და ხაზი გაუსვა იმას რომ ამერიკის მხრიდან თავდაცვითი იარაღის მიწოდება უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სააკაშვილმა წარადგინა ფოტომასალა უკრაინის აღმოსავლეთიდან, სადაც რუსული შეიარაღების არსებობაა დაფიქსირებული.

„საქართველო და უკრაინა წინა ხაზზე იმყოფება იმ ომში რომელიც აქედან შორს მიმდინარეობს უკრაინელები ითხოვენ რამდენიმე ათას ანტისატანკო საშუალებას, თავის დასაცავად და ასეთ დროს მათი დახმარება ნიშნავს უკრაინული დემოკრატიის დაცვას. პუტინის მმართველობის ნიშანს მისი ოპონენტების საფლავები წარმოადგენს. მთელი თავისი მმართველობის განმავლობაში ის ცდილობს კონტროლის გაზრდას რუსეთზე და რუსულენოვან სამყაროზე. პუტინის სამხედრო სვლები ყოველთვის შესავალია მისი პირადი ძალაუფლების ცენტრალიზაციის პროცესისა. ამან რუსეთი გახადა არაპროგნოზირებადი, ხოლო ევროპა და შეერთებული შტატები ნაკლებად დაცული. ოპონენტები ამბობენ , რომ უკრაინის მომარაგება საბრძოლო იარაღით რუსეთის პროვოცირება იქნება რათა გაზარდოს კონფლიქტის ესკალაცია, თუმცა პუტინის მიზანი არის უკრაინის დემოკრატიის დესტაბილიზაცია, ადეკვატურ ძალას კი შეუძლია აგრესიის შეჩერება. მხოლოდ სწრაფი და დროული ქმედება შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინელების წვრთნისა და აღჭურვისთვის შეძლებს პუტინის სტრატეგიის შეჩერებას, რომელიც ევროპისა და ტრანსატლანტიკური არქიტექტურის დაშლას ისახავს მიზნად,“- განაცხადა სააკაშვილმა.

კომიტეტებში გამართული სხდომის მთავარი საკითხი რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხეები, ხოლო სხდომის სახელწოდება "რუსეთის აგრესია აღმოსავლეთ ევროპაში - რა მიმართულებით წავა პუტინი საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის შემდეგ" იყო.

უკრაინაზე მოხსენების შემდეგ დარბაზში დებატებიც გაიმართა, საქართველოს მესამე პრეზიდენტს შეკითხვა 2008 წელს რუსეთთან ომის შესახებ დაუსვეს. სააკაშვილის თქმით, პუტინი მაშინ სწორედ ამერიკული სამხედრო ხომალდების საქართველოს პორტში შემოსვლამ შეაჩერა.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში მყოფ ქართველებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი სამხედროები უკრაინელებს სეპატარისტების წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის ხელისუფლებას ქვეყანაში რეფორმების გატარებაში ეხმარებიან.


ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42