„ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი არის საკონსულტაციო სახის. ამით ევროკავშირი იწყებს დიალოგს ყველა შესაბამის პარტნიორთან. ეს პარტნიორები წარმოდგენილი იქნებიან სამეზობლო პოლიტიკის წევრი ქვეყნების სახით. პერიოდულად ეს პოლიტიკა ექვემდებარება გადახალისებას, განვითარებას და სწორედ ამის შედეგი იყო, რომ გამოიყო რეგიონალური კლასტერები და დღეს ჩვენ ვსაუბრობთ უფრო აქრიტურ ჩართულობაზე აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის კუთხით. ჩვენ ჩავერთვებით ამ დისკუსიაში და ქართულმა მხარემ დოკუმენტის მომზადებაშიც შეიტანა წვლილი. განსაკუთრებით საინტერესოა ის კითხვები, რომელიც ევროკავშირის პერსპექტივებს ასახავს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებმაც უკვე მოახდინეს დეკლარირება, იმის რომ ასოცირების ხელშეკრეულაება არ არის მათი საბოლოო მიზანი, რიგის სამიტი გამოყენებული იქნება გარკვეულ შუალედურ პლატფორმად“,-განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი სამეზობლო პოლიტიკის გადახედვას გეგმავს, ამის შესახებ განცხადება გუშინ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საერთაშორისო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინმა განცხადება გუშინ გააკეთა.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






