უმავლესობის წევრი თინა ხიდაშელი მეუღლეს დავით უსუფაშვილს დაბადებისდღეს ორიგინალური პოსტით ულოცავს და საჯაროდ უხსნის სიყვარულს.
"Usupashvili Sandro, Giga Usufashvili, გილოცავთ დადო მამას დაბადების დღეს. არც მამა გყავთ სახლში, არც დედა მაგრამ იცოდეთ რომ სამყაროში ყველაზე მაგარი მამა გყავთ და მე კიდევ ყველაზე მაგარი, ყველაზე საიმედო, ყველაზე დიდი გულის მქონე ადამიანის ცოლი ვარ.
დათო გილოცავ აი ასე საჯაროდ, და სიყვარულს გიხსი სახალხოდ. 20 წლის შემდეგაც ზუსტად ისე მიყვარხარ როგორც მაშინ, პირველ დღეს რომ გამოვუტყდი საკუთარ თავს.
ვიცი გაბრაზდები ამას რომ ნახავ, მაგრამ მაინც დავაჭერ ეხლა ამ ღილაკს ხელს და ვირტუალური სამყაროს კუთვნილებად ვაქცევ ამ პატარა გზავნილს," - წერს თინათინ ხიდაშელი და მის საჯარო გზავნილს თან ახლავს მისი ემოციის გამომხატველი სიმბოლო, რომელიც გვამცნობს რომ ქალბატონი თინათინი ამჟამად "დალოცვილად" გრძნობს თავს.
მასალის გამოყენების პირობები






