საგანელიძემ კომენტარი ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ თამარ კორძაიას შესაძლო გარიცხვის შესახებაც გააკეთა. საგანელიძის თქმით, კორძაიას ხშირად ჰქონდა განსხვავებული პოზიცია, მაგრამ ის არ იყო ერთადერთი და მის გარდა უმრავლესობისგან განსხვავებულ პოზიციას ხშირად სხვა დეპუტატებიც აფიქსირებდნენ.
„ვთქვი, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მე არ ვიყრი კენჭს, თუ საჭირო იქნება შესაძლოა ეს პარლამენტიც დავტოვო და სხვაგან განვაგრძო ჩემი საქმიანობა, თუნდაც რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში, საიდანაც მაქვს შემოთავაზება.
ქალბატონი თამარის პოზიცია რამდენჯერმე იყო განსხვავებული ფრაქციის პოზიციისგან, ზოგ შემთხვევაში უმრავლესობის პოზიციისგანაც და ამან გამოიწვია ფრაქციაში გარკვეული გულისწყრომა, ბევრ სხვა ფრაქციის წევრს ჰქონდა განსხვავებული პოზიციების კენჭისყრისას საკმაოდ მნიშვნელოვან და პრინციპულ თემებზე, ასე რომ ქალბატონი თამარი მე მგონი ერთადერთი არ არის“,-განაცხადა დავით საგანელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






