„ნაციონალურ მოძრაობა“ მთავრობას რიგის სამიტის წინ კიდევ უფრო გააქტიურებისკენ მოუწოდებს, რათა საქართველომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით სამიტზე დადებითი შედეგი მიიღოს.
ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
„საღი აზრი რუსეთის საფრთხესთან დაკავშირებით უკეთეს ფორმაშია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ დისკუსიაში გაიმარჯვოს იმ ხალხმა, ვისაც საღი დამოკიდებულება აქვს ევროკავშირის შიგნით რუსეთის საფრთხესთან დაკავშირებით. მანამდე ჩვენი მთავრობის ამოცანა უნდა იყოს, რომ ამ დისკუსიაში თავისი ხმა შეუერთოს ამ საღ აზრს და არ მოვისმინოთ ისეთი აბსურდული განცხადებები, როგორიც უსუფაშვილის განცხადება იყო ამერიკაში, რომ ჩვენ მორალური უფლება არ გვაქვს, საქართველოს საკითხი დავსვათ უკრაინის კრიზისის დროსო. ეს არის სრული სიბრიყვე“, - განაცხადა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






