ვიცე-პრემიერი კახი კალაძე თამარ კორძაიას ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
მისი თქმით, განსხვავებული აზრის გამო კოალიციიდან არავინ იდევნება.
„ჩვენი გუნდის სიძლიერე არის ის, რომ ძალიან ბევრი განსხვავებული შეხედულებების მქონე პარტიები ვართ გაერთიანებული კოალიციაში და ეს არის ის წარმატება, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ხელისუფლებამ მოიპოვეს. ჩვენ კარგად გვახსოვს როგორ ეპყრობოდნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს“, - განაცხადა კალაძემ.
არსებული ინფორმაციით, ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატ თამარ კორძაიას გარიცხვის ინიციატორი უმრავლესობის დეპუტატი ზაზა პაპუაშვილია. სწორედ პაპუაშვილს გამოუთქვამს საჯარო პრეტენზია კორძაიას იდეოლოგიის შესახებ. პაპუაშვილი კოლეგას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს უწუნებს.
მასალის გამოყენების პირობები






