დეპუტატი ასევე მოუწოდებს "ნაციონალურ მოძრაობას" საზოგადოებას თავი დაავიწყოს.
"მე მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, ნამდვილად არის პრობლემები და მათი დიდი ნაწილი მემკვიდრეობით არის წამოსული "ნაციონალური მოძრაობისგან", რომელსაც მორალური უფლება არ აქვს დ ამ პრობლემებს შეეხოს, რადგან თავად შექმნეს ეს პრობლემები. ხალხს აქვს კითხვები, ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი, მათ შორის მიტინგის წესითაც, მაგრამ გამოვიდეს ნებისმიერ დროს, მეც ჩავალ მათთან, 20-ში, 27-ში, 28-ში, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ მიტინგზე ნუ იკადრებთ გამოსვლას, ეს იქნება ძალიან სამარცხვინო. ვინც 21 მარტს დააპირებს გამოსვლას მხოლოდ იმიტომ, რომ აწუხებს რაიმე პრობლემა. იმიტომ რომ თქვენ უნდა დაუდგეთ მათ გვერდზე, ვინც ეს პრობლემები შეგიქმნათ...ვისაც დანაშაული არა გაქვთ ჩადენილი, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, მაგრამ ვისაც დანაშაული გაქვთ ჩადენილი, უნდა გეშინოდეთ, რადგან სამართლიანობის ხელი აუცილებლად მოგიკაკუნებთ. ერთ ასეთ რჩევასაც მოგცემთ – თქვენ ხშირად ამბობთ, რომ რაც კი ხდება ყველაფერს მაინც ჩვენ გვაბრალებენო, დაფიქრდით 1 წლის ან 1,5 ნახევრის განმავლობაში რომ გაისუსოთ საერთოდ, დაავიწყოთ ხალხს სახე, იმიტომ რომ მათ აღიზიანებთ. აწარმოეთ დღიურები, ჩაიწერეთ შენიშნვები და შემდეგ შეგეძლებათ თქვათ, არ ვამბობდით, იმიტომ რომ შემდეგ ისევ ჩვენ გვაბრალებდნენო. ამით თქვენც დაიწყნარებთ ნერვებს და შეიძლება წაგადგეთ კიდეც", - განაცხადა ქანთარიამ.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" 21 მარტს აქციის გამართვა დაანონსა.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






