„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირმა ნადირაშვილი პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნას ეხმაურება და ინტერესდება გამოიძიებს თუ არა აღნიშნული უწყება მერიაში არსებულ კორუფციულ სქემებს.
ამის შესახებ ნადირაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"მაინტერესებს, გამოძიებს თუ არა ეს დეპარტამენტი მარგიშვილის კავშირებს კორუფციულ სქემებთან. მე ვიცი, რომ მთელი მთავრობა და უმრავლესობა მუხლებაკანკალებული ელოდებით ჯოკია ბოდოკიას სასამართლოს, რას დაფქვავს და ვის დაასახელებს, ნამდვილად არ იცით. სწორედ ამიტომ გადამალეთ მარგიშვილი ახალ სამსახურში. მაშინ როცა ქამრების შემოჭერაზე საუბრობთ, ამ სამსახურის შექმნა არალოგიკურია. თქვენ ფიქრობთ, რომ სანახაობით გადაფარავთ თქვენს უნიათობას და არაკომპეტენტურობას, მაგრამ უკვე მარტო ჩვენ კი არა, ქართველი ხალხის უმრავლესობა მიხვდა, რომ თქვენ ხართ საქართველოში ყველაზე უფრო მატყუარა მთავრობა", - განაცხადა ნადირაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






