უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მთავრობა ბიუჯეტის სეკვესტრს აპირებს, რაც მისი თქმით, გამოსავალია არა ეკონომიკისთვის, არამედ მთავრობისთვისაა
ამის შესახებ ჯაფარიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტი მესამე წელია ვერ სრულდება.
„ბოლო 3 წელიწადში ეკონომიკამ 4 მილიარდ ლარზე მეტი დაკარგა, რაც ნიშნავს ათობით ათასს დაკარგულ ახალ სამუშაო ადგილსა. სამწუხაროდ, ეს მთავრობა ვერასოდეს შეძლებს ინვესტორების ნდობის დაბრუნებას. ის ბიუჯეტის სეკვესტრს აპირებს, თუმცა ეს არ არის გამოსავალი ეკონომიკისთვის, არამედ ეს გამოსავალია მთავრობისთვის. საქართველოს ეკონომიკა უფრო ნელა გაიზრდება, ვიდრე სხვა ქვეყნების. მივჩანჩალებთ სადღაც ბოლოში და მთავრობამ ამას ორ წელიწადში მიაღწია“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






