,,ჩვენ ქვეყანაში არავინ საუბრობს ეკონომიკაზე, ამ დროს პრობლემის წინაშე ვდგავართ. ეკონომიკური გუნდი ვალდებულია ისაუბროს ამ საკითხებზე. იმ დროს, როცა, ეკონომიკური პრობლემები გვაქვს, მთავრობის წევრები არ მოდიან პარლამენტში კომიტეტის სხდომებზე და არ სცემენ კითხვებს პასუხს. არ მესმის, საერთოდ ამ ადამიანების, რატომ არ სცემენ ჩვენს კონსტიტუციას პატივს. ხალხს ამ დროს აინტერესებს, რას აკეთებს ხელისუფლება. ჩვენ გვესმის სხვადასხვა გეგმების შესახებ და არაფერი ვიცით რას წარმოადგენს ეს გეგმები. ძალიან გთხოვთ, დროზე მოვახდინოთ ამის ორგანიზება, რომ ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსის წინაშე არ დადგეს. მოვიდნენ მთავრობის წარმომადგენლები პარლამენტში და ჩვენს შეკითხვებს გასცენ პასუხი", - განაცხადა ჩიქოვანმა.
ჩიქოვანმა თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელს პირობა შეახსენა და ირაკლი სესიაშვილს თავდაცვის მინისტრის პარლამენტში მოწვევისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ჩიქოვანის განცხადებით ქვეყნის უსაფრთხოებაზე საუბრობენ სხვები და პარლამენტის წევრებს საშუალება არ აქვთ მოუსმინონ იმ ადამიანს ვისაც ეს თანამდებობრივად ევალება.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






