უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე ხელისუფლებას პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნას ულოცავს.
როგორც პლენარულ სხდომაზე თარგამაძემ განაცხადა, ხელისუფლება ამ დეპარტამენტის შექმნით თითოეული მოქალაქის მოთხოვნებს კიდევ უფრო დაშორდა.
"მინდა გამოვეხმაურო თქვენი უნიათო პრემიერ-მინისტრის და პირველად ალაპარაკებული მთავარი პროკურორის დილანდელ ჟრიამულს. დიდი დღეაო ითქვა და მართლაც უნდა მოგილოცოთ, მმართველობის 2,5 წლის თავზე შექმენით კიდევ ერთი ფიქტიური ორგანო – დეპარტამენტი და კიდევ უფრო დაშორდით ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის საჭიროებებსა და პრობლემატიკას. ივანიშვილის ახალი სათამაშოთი გაერთეთ და რეალობა არ შეიმჩინოთ. ქვეყანა კორუფციამ წალეკა. მერიაში რიგით თანაშრომლებს ყოველ დღე იჭერენ, კორუფციის შემქნელ თანამდებობის პირებს კი, ახალ-ახალ დეპარტამნეტს უქმნით. მათ შორის მარგიშვილს. არ შეიმჩინიოთ, ნოდარ ჯავახიშვილი რომ ამბობს, გზებში დიდი ფული ტყდებაო. სიას მოგცემთ და ნახავთ სად რამდენი ფული მოტყდა. არც ის შეიმჩნიოთ, რომ ზურაბ აბაშიძე ფაქტობრივად სააგრეო საქმეთა მინისტრად იქცა და პედალირებას უკეთებს ყველა თემას, რომელსაც ლავროვი აანონსებს“, - აცხადებს თარგამაძე.
შეგახსენებთ, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შეიქმნა, რომელსაც ირაკლი ნადარეიშვილი უხელმძღვანელებს.
მასალის გამოყენების პირობები






