"ქონების ნაწილი, რომლის ჩამორთმევაც უკანონოდ მოხდა, ჯერ კიდევ სახელმწიფოს ბალანსზეა"
პოლიტიკა - 15:04, 04 Mar, 2015     1250
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაციის შემდეგ წინა ხელისუფლების პირობებში დაზარალებულ ადამიანებისთვის კონპენსაციის გადახდის საკითხზე ისაუბრა.

წულუკიანის განცხადებით, შესაძლებელია ბევრი საქმე მცირე ფინანსური დანახარჯით მოგვარდეს. მისი თქმით, იმ ქონების ნაწილი, რომლის ჩამორთმევაც უკანონოდ მოხდა, ჯერ კიდევ სახელმწიფოს ბალანსზეა.

„ხდებოდა სახელმწიფოს ხელით ქონების ჩამორთმევა, რასთან დაკავშირებითაც რამდენიმე ასეული საქმე არსებობს. მეორე მხრივ, კარგია ის, რომ არაერთი ქონება, თუ არა უმრავლესობა, ჯერ კიდევ სახელმწიფოს ხელშია და ეკონომიკის სამინისტრო იმუშავებს იმისთვის, რომ დაზარალებულებს უფლებები პირველ რიგში ამ ნაწილში აღუდგეს. საქმეების დახარისხება აჩვენებს, რომ არის მრავალი საქმე, რომელიც შეიძლება იყოს ნაკლები ფინანსური დანახარჯით მოგვარებული. ვგულისხმობ, სწორედ ამ ტიპის საქმეებს, რომელიც ეხება უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებებს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ მთავარ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი შეიქმნა, რომელსაც პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი უხელმძღვანელებს.



ლაშა ჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42