"ვმუშაობთ ეკონომიკის მინისტრთან. ამ თემაზე ჩვენ გვქონდა საუბარი სავალუტო ფონდთანაც, მათ შორის მათ წარმომადგენლებთან დღესაც გავმართე შეხვედრა. შევთანხმდით კოორდინირებულ მუშაობაზე. შევთანხმდით იმაზეც, რომ მიმდინარე წელს ხარჯები შემცირდება. თქვენ იცით, რომ ალბათ მოგვიწევს მაკროეკონომიკური პროგნოზების გადახედვა. ვფიქრობთ, გარე შოკების გათვალისწინებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2 პროცენტამდე შემცირდება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნის საპასუხოდ რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეკონომიკურ გუნდს უნდა მიეცეს დრო საზოგადოებას კრიზისიდან გამოსვლის სამოქმედო გეგმა შესთავაზოს. მარგველაშვილის თქმით მთავრობას გეგმა ჩამოყალიბებული 5 მარტისთვის, საქართველოში სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტის დასრულების შემდეგ ექნებოდა.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






