უმრვალესობის წევრი თამარ კორძაია „ქართული ოცნებიდან“ მის გარიცხვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს.
კორძაიას თქმით, მისთვის უმრავლესობაში ყოფნა კომფორტულია, რადგან ფრაქციიდან განსხვავებული აზრის გამო არავინ იდევნება.
„ფრაქციის შიგნით აზრთა გაცვლა-გამოცვლა ყოველთვის არის, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, როდესაც ვიღაცა ვიღაცის პოზიციას არ იზიარებს. მე ბევრჯერ აღმინიშნავს, რომ ამ ფრაქციაში ყოფნა იმიტომ არის მისაღები ჩემთვის, რომ განსხვავებული აზრის გამო ერთმანეთს არ ვდევნით“, - განაცხადა კორძაიამ.
ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატ თამარ კორძაიას გარიცხვის ინიციატორი უმრავლესობის დეპუტატი ზაზა პაპუაშვილია. სწორედ პაპუაშვილს გამოუთქვამს საჯარო პრეტენზია კორძაიას იდეოლოგიის შესახებ. პაპუაშვილი კოლეგას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს უწუნებს.
მასალის გამოყენების პირობები






