რა სკანდალური ფარული ჩანაწერები აჩვენა ივანიშვილმა საგანელიძეს
პოლიტიკა - 12:46, 04 Mar, 2015     15205
გაზეთი „ალია“ ივანიშვილის კულუარებიდან გამოსულ ინფორმაციაზე წერს, გამოცემის თქმით საგანელძის მუშაობით არამარტო უმრავლესობის წევრები, არამედ თავად ბიძინა ივანიშვილიც უკმაყოფილოა.

„დავით საგანელიძეს გულითაც რომ სურდეს, მაინც ვერ იყრის კენჭს „ქართული ოცნებიდან“, რადგან მისთვის ბიძინა ივანიშვილს უთქვამს, შენ იმდენი შეცდომა დაუშვი, ათი კაცისთვისაც კი ზედმეტია, ამიტომ პოლიტიკაში ჩვენი გზები გაიყოო.

ივანიშვილს საგანელიძისთვის უჩვენებია „ქართული ოცნების“ ცენტრალური, რეგიონული და რაიონული ოფისების ორმოცდაათზე მეტი სხვადასხვა დონის ხელმძღვანელის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის დამადასტურებელი ფაქტები, მათი უმრავლესობა კუდის აგენტი ყოფილა, ნაწილი სამხედრო დაზვერვისა, ნაწილი კი, ჯერ კიდევ 2006-2007 წლებიდან სოდ-ის აგენტი იყო.

ივანიშვილს უთქვამს საგანელიძისთვის, აქედან 10 კაცი მაინც, რომ გაგეშიფრა, შესაძლოა, ხმა არ ამომეღო, მაგრამ ორმოცდაათზე მეტი აგენტი წამყვან პოზიციებზე ისე დანიშნე, ერთში ეჭვი არ შეიტანე, თუ შეცდი, ეს ხომ უბედურებაა და თუ იცოდი და მაინც დანიშნე, ეს უკვე სხვა საქმეა, უფრო დიდი უბედურებაა და აქ დავსვათ წერტილი, მორჩა, ამის შემდეგ, ჩვენ ვერ ვითანამშრომლებთო.

ივანიშვილს საგანელიძისთვის კიდევ რამდენიმე პარტიული ლიდერის „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობის დამადასტურებელი სხვადასხვა სახის მტკიცებულება დაუდია წინ, მათი ფარული შეხვედრების ვიდეო, აუდიო ჩანაწერები, მათ შორის , უცხოეთში მათი ფარული შეხვედრის დამადასტურებელი ფაქტები, ასევე, სატელეფონო საუბების ჩანაწერები და სხვა სახის ინფორმაციები. წყარო აცხადებს, რომ ეს სრულიად საკმარისი მიზეზი იყო ივანიშვილისთვის , რომ საგანელიძეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტი დაეტოვებინა , მაგრამ ივანიშვილს უთქვამს, რაც გააფუჭა , იმაზე მეტს ვეღარაფერს გააფუჭებს და ეს საარჩევნო ციკლი დაასრულოს ამ პოსტზეო.“- წერს გამოცემა.

წყარო „ალია“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42