პრემიერ-მინისტრის თქმით, საშუალო და ქვედა რგოლის მოსამსახურეებს, ვინც შესაძლოა გადაამეტეს საკუთარ უფლებამოსილებას, მაგრამ არ აქვთ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული, შესაძლოა პასუხისმგებლობა არ დაეკისროთ.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პროკურატურაში ახლადშექმნილი დეპარტამენტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, შეღავათი გაეწევა ყველა იმ პირს, ვინც გამოძიებასთან ითანამშრომლებს.
„ჩვენ ვმსჯელობთ და გავაგრძელებთ მსჯელობას, რომ საშუალო და ქვედა რგოლის მოსამსახურეებს, ვინც შესაძლოა გადაამეტეს საკუთარ უფლებამოსილებას, მაგრამ არ აქვთ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული არ დაეკისროთ პასუხისმგებლობა. მთავარ აქცენტს გამოძიება ალბათ გააკეთებს დანაშაულის ინიციატორზე და ორგანიზატორზე. შეღავათი გაეწევათ იმ პირებს, ვინც გამოძიებასთან ითანამშრომლებდნენ. მივსალმები იმ ფაქტს, რომ დეპარტამენტში დაინიშნებიან დაზარალებულთა კოორდინატორები, რომლებიც გამოძიების შესახებ დაზარალებულებს ინფორმაციას მიაწვდიან. იმედია, რომ პროკურატურაში შექმნილი ახალი სტრუქტურა ურთულეს ამოცანას თავს გაართმევს და პასუხს გასცემს ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოაგდოებას აქვს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






