პრემიერ-მინისტრის თქმით, არსებობს უამრავი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ადამიანების დაკავებას და წამებას პოლიტიკური ანგარიშწორებისთვის იყენებდნენ.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურატურის ახალი დეტპარტამენტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დღეს ჩვენს მოქალაქეებს აღუდგათ დარღვეული უფლებები, მაგრამ დარჩა იარები, რომელსაც მოშუშება სჭირდება. იარა ვერ მოშუშდება თუ ყველა დანაშაულს თავისი სახელი არ დაერქმევა და პასუხი არ მოეთხოვებათ მათ, ვინც დანაშაულაში იღებდა მონაწილეობას. განსაკუთრებით მათ ვინც ამ დანაშაულის დაგეგმვაში იღებდა მონაწილეობას. ეს არის ის, რაც ყველას ერთად გვაწუხებს, ეს არის ჩვენი მოქალაქეების ღისრების საქმე. ამის გარეშე ცივილიზებული სახელმწიფოს აშენება წარმოუდგენელია, რისი ამბიციაც ჩვენს ხელისუფლებას აქვს, ჩვენი ხალხი წლების განმავლობაში დამცირებული იყო, ბევრ მათგანს ჩამოართვეს ქონება, ბევრი ციხეში მოხვდა, იძალადეს მათზე, ცხოვრება დაუნგრიეს, დღეს ეს ადამიანები პასუხს ეძებენ. გვაქვს უამრავი დოკუმენტი, თუ როგორ იყენებდნენ დაკავებას და წამებას პოლიტიკური ანგარიშწორებისთვის. მინდა შევახსენო ყველას, რომ სააკაშვილის რეჟიმმა 300 ათასი ადამიანი გაასამართლა. ეს არის უზარმაზარი ციფრი. ამას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან. არავის ეგონოს, რომ ამ ორი წლის განმავლობაში ამ ადამიანების დარღვეული უფლებების აღსადგენად არაფერს ვაკეთებდით. ჩვენ კარგად გვესმის ის ვალდებულება, რომელიც ამ ადამიანების წინაშე გვაკისრია“, - განაცხადა პრემიერმა.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






