ნორლანდმა განაცხდა, რომ არ აპირებს ნატოს ქვეყნის ლიდერის განცხადებასთან დაკავშირებით კონკრეტული კომენტარის გაკეთებას, მაგრამ საქართველო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ მალე მოხდეს მისი ნატოსთან ინტეგრაცია.
„შემიძლია აღვნიშნო, რომ საქართველო მაქსიმუმს აკეთებს, რომ ის მოთხოვნები გააუმჯობესოს, რომელიც მის წინაშე დგას. საქართველოს ამჟამად ძალზე კარგად გააზრებული სტრატეგია აქვს უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამავე დროს საქართველო იძლიერებს თავს ეკონომიკურად, ხდის მეზობლებთან ეკონომიკურად უფრო მეტად დაკავშირებულს, აძლიერებს თავის თავდაცვის შესაძლებლობებსა და შემაკავებელ უნარს,“ - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
ნორლანდმა საქართველოს სამხედრო შესაძლებლობებზეც ისაუბრა და გნაცხადა, რომ საქართველოს ჩართულობა სამშვიდობო მისიებში და დიპლომატიურ დიალოგებში აძლიერებს მის შესაძლებლობებს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ნატო-ს შესაძლო გაფართოების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ნატო-ში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს უარი უნდა ეთქვათ.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






