ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი აცხდებს, რომ ეს საკითხი არ განიხილება და განსაკუთრებით ასე აქტიურად.
„ეს თემა საერთოდ არ განიხილება და განსაკუთრებით ასეთი უხეში ეპითეტების გამოყენებით, როგორიცაა „დაატოვებინოთ“ „გადააყენოთ“ და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ ეს არის ბოლი რომელიც ცეცხლის გარეშე წარმოიშვა“- განაცხადა გია ვოლსკიმ.
ფრაქციის წევრებს შორის ერთი პოზიციის არსებობის თაობაზე საუბარს ადასტურებს უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი გია ჟორჟოლიანიც, თუმცა ფრაქციიდან რომელიმე დეპუტატის გარიცხვას ისიც უარყოფს.
„ფრაქციამ როგორ უნდა მიიღოს ერთობლივად გადაწყვეტილებები, ეს შეიძლება იყოს სავალდებულო კენჭისყრა, ეს შეიძლება იყოს თავისუფალი კენჭისყრა და თამარ კორძაიას სახელიც იყო ნახსენები. კენჭისყრის დროს ფრაქციის ყველა წევრმა შესაძლოა ერთად არ მისცეს ხმა ერთ გადაწყვეტილებას, ეს მომხდარა ხშირად, და შეგიძლიათ გადამოწმოთ,“- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
ლაშა ანჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






