,,ჩვენ გვინდა ნატოს წევრობა - ნიშნავს რუსეთთან ომის დასრულებას და არა დაწყებას“ - უსუფაშვილი
პოლიტიკა - 15:01, 03 Mar, 2015     1624

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი აშშ-ში ვიზიტის პროგრამის ფარგლებში ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა.

,,აქ იმისთვის ვარ, რომ გიამბოთ რა ხდება საქართველოში, სად ვართ ახლა, რატომ ვართ იქ, სადაც ახლა ვართ, რა პერსპექტივები და გამოწვევებია, მაგრამ, ამავდროულად, მსურს მოვისმინო თქვენგან შეკითხვები, კომენტარები, ანალიზი და საყვედურები. ხანდახან ძალიან ვართ დაკავებულები ყოველდღიური სამუშაოთი და გვჭირდება, რომ რაღაც საკითხებს განსხვავებული რაკურსით შევხედოთ. ასე რომ, აქ ორი მიზნით ვარ - მოგცეთ საშუალება, გარკვეულ საკითხებზე მოგაწოდოთ ინფორმაცია და თქვენი აზრი მოვისმინო“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილმა საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესზე ისაუბრა.

,,საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის არ არსებობს კითხვა, სად უნდა იყოს საქართველო. თაობების მანძილზე ეს პასუხი ძალიან ნათელია. ჩვენ ევროპულ ცივილიზაციას ვეკუთვნით და გვინდა რომ ვიყოთ მისი ნაწილი. სწორედ ამიტომ ვაკაკუნებთ ევროკავშირის კარზე, მიუხედავად იმისა, რომ იქითა მხრიდან გვესმის, რომ ჩვენთვის ადგილი არ არის და ერთ ოთახში უკვე 28 სუბიექტია, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ევროპის კარზე კაკუნს. ჩვენ უზარმაზარი პროგრესი განვიცადეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით გასულ ზაფხულს, რაც ჩვენს პოლიტიკას ევროპული სტანდარტების მიმართულებით წარმართავს. ჩვენ ასევე, ვაკაკუნებთ ნატოს კარზე, რადგან ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოება, რომელიც იქნება მდგრადი და საკმარისად ეფექტური იმისთვის, რომ დაგვიცვას, რადგან ბოლო 200 წლის განმავლობაში ვცხოვრობთ იმ სიტუაციაში, როცა რუსეთს ხან ოფიციალურად, ხან არაოფიციალურად, სხვადასხვა მიზნებით, უბრალოდ სჯერა, რომ საქართველო მისი ტერიტორიაა“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებზე, მათ გამომწვევ მიზეზებზე და არსებულ ვითარებაზე, ასევე რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე.

,,ჩვენ არ გვინდა რუსეთთან ომში ჩავითრიოთ ნატოს წევრი ქვეყნები და საერთოდ არ ვართ დაინტერესებულნი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დამანგრეველი ომით, სადაც ნატო და რუსეთი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. არა, ჩვენ უბრალოდ ვსწავლობთ გაკვეთილებს ისტორიიდან და ვერ ვიხსენებთ ვერცერთ ომს ნატოსა და რუსეთს, ან ნატოსა და საბჭოთა კავშირს შორის. ასე რომ, ნატო პრევენციული მექანიზმია და ის ქვეყნები, რომლებიც ნატოს წევრები არიან, საკუთარ თავებს იცავენ და რუსეთს ან საბჭოთა კავშირს არ შეეძლო მათზე შეტევა განეხორციელებინა. ასე რომ, როდესაც ჩვენ გვინდა ნატოს წევრობა, ეს ნიშნავს ჩვენს ქვეყანაში ომის დასრულებას და არა ომის დაწყებას რუსეთთან“,-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, საპარლამენტო საქმიანობაზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ დავით უსუფაშვილმა რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„ჩვენი პოზიცია იყო და რჩება ის, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები ეს არის პირდაპირი გაგრძელება იმის, რაც საქართველოში მოხდა 2008 წლის აგვისტოში და შესაბამისად ეს არის ერთი გეგმის სხვადასხვა კომპონენტი. ჩვენ ვეუბნებით ჩვენს მეგობრებს იმასაც, რომ უკრაინაში მიმდინარე საზარელი ამბების ფონზე, რუსული აგრესია საქართველოს მიმართ გრძელდება. მხოლოდ ასე შეიძლება დავახასიათოთ ე.წ. ხელშეკრულებები, რაც გაფორმდა სოხუმთან და ცხინვალთან და რომ ეს არის ერთი პროცესი, რომელსაც ერთიანად უნდა გავუმკლავდეთ. ამიტომ არის საქართველოს მთავრობის პოზიცია ურყევი და უცვლელი უკრაინისთვის დახმარების ნაწილშიც და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მთელი ამ კომპლექსური პრობლემის ადეკვატურად გააზრებაშიც“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42