ვენდე მერის სიტყვას და დავრწმუნდი, რომ ეს ყველაფერი ქალაქის მოწესრიგებაზეა გათვლილი - საჯაია
პოლიტიკა - 14:31, 03 Mar, 2015     1630

"ვენდე მერის სიტყვას და დავრწმუნდი, რომ ეს ყველაფერი ქალაქის განვითარებასა და მოწესრიგებაზეა გათვლილი", - ეს განცხადება, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს წევრმა "ნაციონალური მოძრაობიდან" ირინა საჯაიამ, სკანდალური სხდომის დასრულებისთანავე გააკეთა.

„ნიუპოსტი“ დაინტერესდა, თუ რამ გამოიწვია, მთავარი და ამავე დროს "ქართულ ოცნებასთან" მწვავედ დაპირისპირებული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მხარდაჭერა, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოში, მერის, ბეგლარ სიორიძის მიერ შემოტანილ ინიციატივაზე.

ეს რომ უბრალოდ ერთი საკითხი არ იყო და მის გატანას უდიდესი ფსიქოლოგიური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა საკრებულოს მომავალი კონფიგურაციისათვის - ყველასათვის იყო ნათელი.

ოპოზიცია, ამ ინიციატივის წინა საკრებულოს სხდომაზე ჩაგდებით, გაერთიანების პროცესს იწყებდა და გაერთიანებული ძალებით საკრებულოს დონეზე ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლას ვერავინ აღუდგებოდა წინ.

საკითხის ხელმეორედ ჩაგდება ოპოზიციას სიმტკიცეში დაარწმუნებდა და შემდეგი საკითხი თუ არა, ახლო მომავალში დღის წესრიგში საკრებულოს თავმჯდომარისა და მოადგილის ცვლილებები აუცილებლად დადგებოდა.

თუმცა, ოპოზიციას პრობლემები ერთი შეხედვით იქ შეექმნა, სადაც იდეურად და მენტალურად ყველაზე მეტი პრობლემები მმართველ კოალიციას უნდა ჰქონოდა, "ქართული ოცნების" უმრავლესობა და ხელისუფლებაში ამ დონეზე ყოფნა "ნაციონალებმა" და "საქართველოს გზამ" გაახანგრძლივეს.

მიუხედავად დიდი მცდელობისა ხელისუფლებამ ვერ შეძლო "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლის, გოჩა ძიმისტარიშვილის, "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრის თამარ ნადირიძის, "ლეიბორისტის" ნათია შარაშენიძის, "თავისუფალ დემოკრატის" თემურ სალუქვაძის და დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატების ლევან მგელაძის, რომელიც საკრებულოში უმცირესობის ლიდერია და გოჩა მგელაძის გატეხვა.

სამაგიეროდ ადვილად მიიმხრეს ირინა საჯაია და ნინო ტაბატაძე, დეპუტატი "სალომე ზურაბიშვილის პარტიიდან".

ამავე დროს შეინარჩუნეს მორჩილი - გაურკვეველი "წარმოშობისა" და იდეური კუთვნილების დეპუტატები ლევან თოიძისა და ლავრენტი ბიგვავას სახით, მიიმხრეს "პატრიოტთა ალიანსის" უცნაური აქტივისტი ნანული ორაგველიძე, რომელმაც საზოგადოებას თავი კახა ბენდუქიძის წინააღმდეგ ბრძოლით გააცნო და დაამახსოვრა და თავისთავად "ოცნების" წიაღში "ჩარჩენილები" მედეა მახარობლიძის, ფორმალურად 'რესპუბლიკელი" ნინო გოგუაძისა, და კახა კვაჭაძის სახით.

ყველაზე კომიკური კი ის არის, რომ დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ინიციატივას, რომელიც 35 წლიანი იჯარით მიწის გადაცემას ითვალისწინებდა იმ ბიზნესმენისათვის, რომელიც ცოტა ხნის წინ, იმავე დეპუტატებს უშვერი სიტყვებით ლანძღავდა და უდიერად მოიხსენიებდა.

ბევრისთვის, და პირველ რიგში საზოგადოებისათვის, სამწუხაროდ, ოზურგეთმა დაკარგა შანსი, პირველად მის ისტორიაში და საქართველოს მასშტაბით შექმნილიყო სიტუაცია, სადაც წარმომადგენლობითი-არჩევითი ორგანო აღმასრულებელ რგოლთან თანამშრომლობით, მაგრამ მაქსიმალური საზოგადოებრივი ჩართულობითა და სრული მონიტორინგის პირობებში "თანაცხოვრებით" გააგრძელებდა ფუნქციონირებას და ამ გადაწყვეტილებით შექმნა საშიშროება ერთპიროვნული მმართველობისა, სადაც მერის გავლენა აღმასრულებელ და წარმომადგენლობითი-არჩევითი რგოლზე საშიშ ზღვართან მიახლოებულია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42